სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

Cover ტოიოტა კომფორტი

როგორ ვისარგებლო TOYOTA კომფორტის მომსახურებით?

TOYOTA კომფორტის მომსახურბეით სარგებლობა მარტივია:

მომსახურების მისაღებად უნდა დარეკოთ "ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ტელეფონის ნომერზე 0422 24 60 06.

 

როდის შემიძლია ვისარგებლო TOYOTA კომფორტის მომსახურებით?

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00 საათამდე,
შაბათს 09:00-დან 16:00 საათამდე.

 

როგორ მოხდება ჩემი ავტომობილის ტრანსპორტირება "ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ცენტრამდე?

მომხმარებელს შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ მოხდეს მისი ავტომობილის ტრანსპორტირება – სერვისის მრჩევლის დახმარებით თუ ევაკუატორის გამოყენებით.

თუ თქვენი სურვილია, რომ ავტომობილი ცენტრში ჩვენმა სერვისის მრჩეველმა გადაიყვანოს, ის მოვა თქვენთვის სასურველ მისამართზე, ჩაიბარებს ავტომობილს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას "ტოიოტა ცენტრ ბათუმში“. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია.

 

ვიქნები თუ არა ინფორმირებული, რა მომსახურება ჩაუტარდება ჩემს ავტომობილს?

თქვენს ავტომობილს "ტოიოტა ცენტრ ბათუმში“ გადმოყვანის შემდეგ პირველ რიგში ჩაუტარდება დიაგნოსტირება.
ავტომობილის დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს, საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალსა და მომსახურების ღირებულებას სერვისის მრჩეველი გაცნობებთ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
ავტომობილს ჩაუტარდება მხოლოდ ის მომსახურება, რომელზეც თქვენ განაცხადებთ თანხმობას სერვისის მრჩეველთან სატელეფონო საუბრის დროს.

 

როგორ წამოვიყვანო ჩემი ავტომობილი?

ავტომობილის რემონტის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ თავად მოაკითხოთ ავტომობილს, ან მოითხოვოთ სერვისის მრჩევლისმიერ ავტომობილის მოყვანა თქვენთვის სასურველ მისამართზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტომობილის წაყვანა შეგიძლიათ მხოლოდ ჩატარებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ.

 

რა ღირს TOYOTA კომფორტის მომსახურება?

ბათუმის მასშტაბით სერვისის მრჩევლისმიერ ავტომობილის  ცენტრამდე ან ცენტრიდან ტრანსპორტირების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ევაკუატორით სარგებლობის შემთხვევაში სერვისის მრჩევლის მომსახურების საფასურს ემატება ევაკუატორის მომსახურების ღირებულება –  50 ლარი. ბათუმისს გარეთ მოქმედებს განსხვავებული ტარიფები როგორც სერვისის მრჩევლის, ასევე ევაკუატორის მომსახურებაზე.
მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

phone number
Loading...