„ტოიოტა ცენტრ ბათუმმა“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1000 მუხის ნერგი დარგო. აღნიშნული კამპანიით „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს.
„იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. „ტოიოტამ“ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.
ტოიოტა ცენტრ თეგეტამ 2019 წლიდან აქტიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისება და გარემოზე ზრუნვის პროექტის განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, დაარსდა „ტოიოტას მწვანე გზის კლუბი“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ფიზიკური პირი, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეიძენს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს, გახდება „ტოიოტას მწვანე გზის კლუბის“ წევრი და მიიღებს გამწვანების ბარათს, მის სახელზე კი ერთი წლის განმავლობაში ყოველ გავლილ 2000 კმ-ზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგებს დარგავს
გაიგე რამდენი ხე დაირგო თქვენს სახელზე
თქვენ დარგეთ 0 ხე
ტესტ დრაივი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით