სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image რატომ არის Toyota პოპულარული მომხმარებლებში?
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ Toyota დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია საავტომობილო ბაზარზე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. გთავაზობთ ფაქტებს, რომლის საშულებითაც მიიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ აწარმოებს ჩვენი კომპანია იმ ავტომობილებს, რომლებსაც ახლა გთავაზობთ. 

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც Toyota-ს ავტომობილები ასეთი პოპულარულია, არის ის, რომ ისინი გამძლეა. გამძლეობა და საიმედოობა კი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილის მფლობელებისთვის. 20 წლის წინ გაყიდული ტოიოტას ავტომობილების 80% კვლავ მოძრაობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სწორედ ამიტომ, თქვენ კვლავ შეიძლება დაინახოთ ქუჩებში ტოიოტას ძველი მოდელები, რომლებიც ისევ შესანიშნავად გამოიყურებიან.

Toyota-მ გააუმჯობესა მანქანების ხაზი ისე, რომ ის ახლა წამყვანი მწვანე ბრენდია. ეს კარგი ამბავია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი ავტომობილები ეკოლოგიურად სუფთაა. Toyota-ს სამოდელო ხაზი გთავაზობთ ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ფართო არჩევანს. 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის უსაფრთხოება, რომელიც გასათვალისწინებელია ავტომობილის შეძენისას და Toyota ამას უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. J.D. Power-ის თანახმად, Toyota-ს ხაზს წამყვანი ადგილი უკავია, როდესაც საქმე საიმედოობას ეხება. 

Toyota - ბრენდი, რომელიც  მუდმივად უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ავტომობილის პოვნაში, არ აქვს მნიშვნელობა რას ეძებთ. ასე რომ, საიმედოობიდან დაწყებული მთლიანი გადაყიდვის ღირებულებამდე, გასაკვირი არ არის, რატომაა იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი საავტომობილო ბაზარზე.
phone number
Loading...