სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image Toyota Motor Europe სტრატეგია- ნახშირბადის ნეიტრალიტეტი 2040 წლისთვის
Toyota Motor Europe-ის (TME) გლობალურმა და ევროპელმა  გუნდმა ყოველწლიურ შეხვედრაზე  გააზიარა კომპანიის უახლესი გეგმები, რომელშიც ასახულია  ტოიოტას ხედვა და ტექნოლოგიური სტრატეგია. სტრატეგიულ ნაწილში, Toyota Motor Europe-მა გამოაცხადა თავისი ვალდებულება მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტს ევროპაში 2040 წლისთვის.

CO2-ის 100%-ით შემცირების სტრატეგია შეაჯამა Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ ჰარისონმა: “აღსანიშნავია, რომ TME-ის საბაზრო წილი იზრდება რეკორდულ 7,3%-მდე და ტოიოტა აძლიერებს თავის პოზიციას გაყიდვების მიმართულებით ევროპაში.  ამაჟამად ჩვენ ორ ძირითად მიმართულებაზე ვართ ფოკუსირებული. პირველი არის ნახშირბადის ნეიტრალიტეტი და როგორ ვგეგმავთ მის მიღწევას ჩვენი ბიზნესის სფეროებში, და მეორე, როგორ გადავდივართ წარმოების და გაყიდვების  მიმართულკებიდან  მობილობის სერვისების მიწოდებაზე, როგორ უზრუნველვყოფთ მობილობას ყველასთვის“.

დოქტორ გილ პრატმა, ტოიოტას კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, წარმოადგინა  პრაქტიკული შეხედულებები ტოიოტას დეკარბონიზაციის გლობალური მიდგომის შესახებ, რომელიც იყენებს მრავალ ელექტროფიცირებულ ტექნოლოგიას ნახშირბადის შემცირების მიზნით და მწირი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის გზით. Toyota-ს მრავალტექნოლოგიური სტრატეგია აღიარებს როგორც ბატარეით მომუშავე მანქანების, ასევე წყალბადით მომუშავე მანქანების დამატებით სარგებელს ნულოვანი ემისიისთვის.  მიზნის ოპტიმალურ  ვადებში მისაღწევად, ამჟამად ტოიოტასთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება ჰიბრიდული- ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაცია.  

Toyota-ს როგორც მობილობის კომპანიის მთავარი პროექტია Woven City. Woven Planet-ის დოქტორმა ჯეიმს კუფნერმა განმარტა მისი უნიკალური როლი Toyota-ს სტრატეგიაში. 

„Woven Planet-ის ხედვა მოიცავს მობილობის სამ ტიპს - ადამიანების მობილობას, პროდუქტის მობილობას და ინფორმაციის მობილობას. პროგრამული უზრუნველყოფის ტრანსფორმაციით  დაიწყება მასშტაბური ცვლილებები ჩვენს პროდუქციასა და შემდგომ მომხმარებლის  მიდგომებში“.

Toyota-ს სჯერა, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. „მობილობა ყველასათვის“ მიზნის მისაღწევად, Toyota მიზნად ისახავს შექმნას უფრო უსაფრთხო, უფრო დაკავშირებული, ინკლუზიური და მდგრადი მობილობა, რათა მიაღწიოს თავის მისიას, შექმნას „ბედნიერება ყველასათვის“. ევროპაში TME-მ დანერგა KINTO მობილობისს ბრენდი, რომელიც გთავაზობთ მობილობის სერვისების რიგს 14 ქვეყანაში და ზრდის ნულოვანი ემისიის- შესაძლებლობებს. Toyota-ს წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში. Toyota მუშაობს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად  ევროპის მასშტაბით. ევროპაში CO2-ის შემცირების ისტორიული ლიდერი, მიზნად ისახავს მიაღწიოს CO2-ის 100%-ით შემცირებას დასავლეთ ევროპაში 2040 მდე . რაც შეეხება მდგრადობას, Toyota მზად არის გადავიდეს „ნულის მიღმა“. 
phone number
Loading...