ტოიოტას ფილოსოფიის თანახმად, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მობილობის და თავისუფლად გადაადგილების საშუალება. სპორტი და სპორტული აქტივობები კი არის მოძრაობის და მობილობის გული, ამიტომ ტოიოტა ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი კავშირის გაღრმავებას.
ეს სულისკვეთება არსებობდა ტოიოტას დააარსების პირველივე დღიდან, რამაც ბრენდის დამაარსებელი, კიიჩირო ტოიოდა შთააგონა დაეარსებინა კომპანიის პირველი სპორტული კლუბი მძლეოსნობაში. მას შემდეგ, ტოიოტა სხვადასხვა სპორტული გუნდების მხარდამჭერია.
„კომპანიის დაარსების დღიდან ტოიოტამ განიცადა სხვადასხვა სირთულე და ყოველთვის, ნებისმიერი გამოწვევის დროს, სპორტი ყოველთვის გვამხნევებდა. სპორტი გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ გუნდური სულისკვეთება, გავზრადოთ მოტივაცია და შევქმნათ უკეთესი საზოგადოება“- აკიო ტოიოდა, ტოიოტას სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე.