მსოფლიო დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, ტოიოტა ცენტრი ბათუმის გუნდმა ტრადიციულად ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
გარემოზე ზრუნვა ტოიოტას Beyond Zero კონცეფციის ნაწილია, რომელიც ქმნის უკეთეს სამყაროში ცხოვრების შესაძლებლებლობას.
დღემდე ტოიოტამ 17 მილიონზე მეტი ელექტროფიცირებული ავტომობილი გაყიდა, რამაც ხელი შეუშალა 140 მილიონი ტონა CO₂-ს გამოყოფას. ტოიოტას ელექტროფიცირებულმა ავტომობილებმა გლობალურად ავტომობილებისგან CO₂-ს გამოყოფა 22%-ით შეამცირა.