სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image GR Supra GT4 ექსკლუზიურად კოლექციონერებისთვის
  • ახალი, გამორჩეული ,,Plasma Orange’’ ფერი;
  • მხოლოდ სამი ეგზემპლარი.

GT4-ის მოდელები მხოლოდ მრბოლელებზე გაიყიდება, შესაბამისად, მათი გამოყენება მხოლოდ სარბოლო ტრასაზე იქნება შესაძლებელი. 

აღნიშნული მოდელი 450PS GR Supra GT4 EVO-ს გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლის დებიუტიც სეზონის დასაწყისში შედგა. ავტომობილი აღჭურვილია 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ტურბო ძრავით, 430 ცხენის ძალითა და 650 ნმ ბრუნვის მომენტით, რაც ქარხნულ 340 ცხენის ძალასა და 500 ნმ ბრუნვის მომენტს მკვეთრაც აღემატება.

2020 წლის სეზონის დაწყებიდან GR Supra GT4 არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო ავტომობილი მთელ მსოფლიოში. აღნიშნულმა მოდელმა მოიპოვა გამარჯვება ევროპის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და სკანდინავიის GT4 ჩემპიონატებში, DTM Trophy-ში და იაპონურ სუპერ ტაიკიუს სერიებში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის IMSA Michelin Pilot Challenge-სა და Pirelli GT4 America-ში. ამ მაღალი დონის შესრულების შესანარჩუნებლად წლის დასაწყისში TOYOTA GAZOO Racing-მა განახლებული GR Supra GT4 EVO წარადგინა. სეზონის დასაწყისიდან, GR Supra GT4 წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტ რბოლაზე და მოიპოვა 43 გამარჯვება. 

გარდა სარბოლო ვერსიისა, Toyota Supra-ს მოყვარულებს სთავაზობს GR Supra Plasma Orange 100 Edition-ის საგზაო ვერსიას, რომლის მხოლოდ 100 ეგზემპლარი იქნება გაყიდვაში.
phone number
Loading...