სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image ბათუმში ამპუტანტ ფეხბურთელთა ფესტივალი „ტოიოტა ცენტრი ბათუმის” სპონსორობით ჩატარდა
ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს  ზუგდიდის, გორის, ზესტაფონისა და ბათუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი ბათუმს ერგო, მეორე და მესამე კი ზუგდიდმა და ზესტაფონმა გადაინაწილეს. ფესტივალის დასასრულს საუკეთესო ფეხბურთელებიც გამოავლინეს, სხვადასხვა ნომინაციაში. 
 
საკუთარი რჩეული „ბათუმის ტოიოტა ცენტრსაც“ ჰყავდა. კომპანიამ ფეხბურთელი, გიორგი ბათაძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
 
 გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“დირექტორი:ტოიოტა ცენტრი ბათუმის“გუნდი სრულად იზიარებს „ტოიოტას“გლობალურ ხედვას, უზრუნველყოს მობილობა და გადაადგილების თავისუფლება ყველასთვის.ამიტომ განსაკუთრებით მოხარულებივართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ამგვარ ინკლუზიურ სპორტულ შეჯიბრებებს. გვჯერა, რომ მოძრაობისა და წინსვლის სურვილი ყველა ბარიერსა და წინაღობას არღვევს და  გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ იმას ,რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია”. 
 
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იზიარებს ბრენდის გლობალურ ხედვას და ცდილობს, წინ აღუდგეს  შეზღუდვებით ცხოვრებას. ინკლუზიური სპორტული ფესტივალის სპონსორობაც სწორედ ამ პრიორიტეტის ნაწილია და კომპანია მსგავს ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული..  
phone number
Loading...