სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image ახალი თაობის Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია
მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი — ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო სანდო და კომფორტული ავტომობილი შესთავაზა.

გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს სრულიად ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციაზე ვუმასპინძლეთ. იაპონური ბრენდი მუდმივად აუმჯობესებს მიღწევებს და მზად არის, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული Prado-ს ეს ახალი ვერსია ზუსტად წარმოაჩენს ბრენდის მთავარ ღირებულებებს - საიმედოობას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას. იაპონური ტრადიციების დაცვით, ტოიოტა ერთმანეთს უკავშირებს საწყისებსა და თანამედროვეობას. სწორედ ამ მიზეზით შევარჩიეთ ავტომობილის წარსადგენად უძველესი ისტორიული მნიშვნელობის გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორია. ვფიქრობ, ის ზუსტად პასუხობს ღონისძიების კონცეფციას — უკან საწყისებისკენ, რომელსაც ტოიოტას ინჟინრებმა Toyota Land Cruiser Prado-ს ხასიათი მიუსადაგეს."

ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელი დეტალურად დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი სერიის შესახებ.

სარკეებით გაფორმებული ინსტალაციის დახმარებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ავტომობილის განახლებული ვიზუალი. მუზეუმის ეზოში განთავსებული დეკორატიული ლოდები კი სიმბოლურად უსვამდა ხაზს ახალი მოდელის, როგორც „ყველგანმავალი“ ავტომობილის, შესაძლებლობებს, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.

გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2024 წლის Toyota Land Cruiser Prado თავადაც გამოეცადათ. ტესტ-დრაივისათვის მარშრუტი საგანგებოდ დაიგეგმა, რომელიც გზატკეცილთან ერთად რთულად დასაძლევ მონაკვეთებსაც მოიცავდა.

phone number
Loading...