აქტივობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი ბათუმის თანამშრომლების მიერ შეგროვებული მაკულატურა „მაკულიტერატურას“ გადაეცა, რის სანაცვლოდაც მიღებული წიგნები თეგეტა ჰოლდინგმა სოფლებში დაცარიელებულ ბიბლიოთეკებს დაურიგა.
ტოიოტა ცენტრი ბათუმის თანამშრომლები ვიზიარებთ ტოიოტას გარემოსდაცვით ხედვას, რაც ტოიოტას „ ნულს მიღმა“ კონცეფციის ნაწილია და გულისხმობს ბუნებრივი რესურესების მაქსიმალურ დაზოგვას და ისეთი ეკო- მეგობრული პროექტების მხარდაჭერას, რომელიც გარშემომყოფებისთვის დადებითი შედეგის მომტანია.