სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image ახალი ტოიოტა bZ2-ის წინასწარი წარდგენა
ავტომობილი ზომით მეორე თაობის CH-R-ს ჰგავს. მასში გაერთიანებულია ისეთი დიზაინის ელემენტები, რომლებიც გვხვდება Toyota-ს ჰიბრიდულ SUV-სა და ახალ bZ4X-ში, რომელიც ასევე კონცეპტუალური სახით გამოჩნდა შარშანდელ ანონსში. 

როგორც bZ4X-ის შემთხვევაში, პატარა SUV-ის პატენტი ზოგადი კონცეფციის მსგავსია. მას კვლავ რჩება C ფორმის ფარები და წინა ბამპერის დიზაინი. თუმცა, სიახლე არის მისი გამორჩეული დიზაინი, ფიჭისებრი ზედაპირი და შეცვლილი სანისლე შუქები. 

ბორბლები ისეთივეა, როგორიც კონცეფციაში იყო წარდგენილი, იგი მოგვაგონებს Aygo X-ს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი როგორც გარეგნულად, ისე შიდა პროპორციებით ძალიან გავს C-HR-ს. უკანა შუქებზე დაკვირვებით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მომავალში Toyota წარმოდგენილი იქნება უფრო დიდი და თხელი დიზაინით, ვიდრე ახლანდელი C-HR-ია. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი გამონაბოლქვი არ ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მანქანა სრულიად EV იქნება. თუმცა EV მოდელებისგან განსხვავებით, ჰაერის შეღწევადობა წინა ცხაურში დიდია. შეიძლება ქროსსოვერმა შემოგვთავაზოს ორივე, როგორც ჰიბრიდი, ისე სრულიად ელექტრონული მანქანები. 

გასულ წელს Toyota-მ წარადგინა ახალი პლატფორმა, E3, Toyota-ს გლობალური (TNGA-C) და e-TNGA პლატფორმების ელემენტების გაერთიანებით, რომლებიც მხოლოდ ელექტრო მოდელებში გამოიყენება. ბატარეის მოცულობით თუ ვიმსჯელებთ, მას უფრო ნაკლები სიმძლავრე დასჭირდება.  

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჰგავს Toyota bZ4X da Lexus RZ 450e თავისი კონცეპტუალურობით, არ იქნება გასაკვირი, რომ ისინი ასახავდნენ ავტომობილის საბოლოო სახეს. რადგანაც C-HR 2020 წელს განახლდა, მისი ჩანაცვლებას არ უნდა ველოდოთ 2023 წლის მეორე ნახევრამდე. 
phone number
Loading...