სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image Toyota Yaris Cross 2022 წლის მსოფლიო ურბანული ავტომობილის ტიტულის მფლობელი გახდა!
ჯილდოს მიღებისას,  Toyota Motor Corporation-ის  Toyota Compact Car Company-ის მთავარმა ინჟინერმა, ტაკატომო სუზუკიმ  განაცხადა: „ ჩვენთვის დიდი პატივია  მსოფლიო ურბანული ავტომომობილის პრიზის მიღება. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფოდით შეგვექმნა საუკეთესო კომპაქტური ავტომობილები და სწორედ ამ ხედვით შევქმენით  Yaris Cross- ქროსოვერი , ფართო სატვირთო არეალით  და ეკონომიური ჰიბრიდული სისტემით. ეს ჯილდო ჩვენთვის არის მოტოვაცია, გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის ავტომობილების შექმნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების პოპულარიზაციას.

2011 წელს შექმნილი Yaris Cross აერთიანებს Toyota-ს მდიდრულ გამოცდილებას, რომელიც მოიცავს კომპაქტური ავტომობილისა და SUV დიზაინის ერთობას, განვითარებულს ევროპისთვის და ევროპული მომხარებლის საჭიროების შესაბამისად. 

Yaris Cross მიჰყვება Yaris- ის კვალს, რომელიც 2021 წელს ევროპის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა და მასთან ერთად ატარებს ურბანული ჰეჩბეკის ძირითად თვისებებს, მეოთხე თაობის ჰიბრიდულ ელექტრო სიმძლავრეს, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარეტებს- მეორე თაობის Toyota Safety Sense-ით და ნამდვილი Fun to Drive ხასიათით. 

„ყოველთვის მოძრაობაში“ კონცეფციით შექმნილი Yaris Cross  იდეალურად ერგება როგორც ყოველდღიურ ურბანულ ასევე  შორ, სათავგადასავლო მარშრუტებს.

ელეგანტური, ურბანული  დიზაინი და  SUV მტკიცე მახასიათებლები ქმნიან ავტომობილს, რომლითაც ყველა მფლობელი იამაყებს! 
phone number
Loading...