სერვისი

ტესტ დრაივი

დაგვიკავშირდი

TEL: +995 32 2 292 000

News Landing Image Toyota-ს ,,ნულს მიღმა’’ სტრატეგია
სამყაროში, რომელშიც არავის და არაფერს ვტოვებთ უკან და სადაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება გააჩნიათ, Toyota-ს მოწინავე ელექტრიფიცირებული ტექნოლოგიისა და მობილურობის ინოვაციების მეშვეობით, მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების უზრუნველყოფა შეუძლია. იგი სცდება ნულოვან ზღვარს უკეთესი საზოგადოების შექმნაში წვლილის შეტანით, ამცირებს გარემოს დაბინძურებას და საზოგადოებას საშუალებას აძლევს იცხოვრონ უკეთეს სამყაროში პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და წარმოების მეშვეობით.

პირველი ავტომობილი, რომელიც ,,ნულს მიღმა’’ კონცეფციისაა არის Toyota bZ4X. Toyota მიზნად ისახავს, რომ 2025 წლისთვის წარადგინოს 15 სახის ელექტრო მანქანა (BEV), მათ შორის Toyota bZ-ის შვიდი მოდელი.

ელექტრო ავტომობილების ახალი სერია ადამიანებს საშუალებას მისცემს ავტომობილის შეცვლასთან ერთად, გააცნობიერონ ყველა ის უპირატესობა, რომლის შეთავაზებაც სრულად ელექტრო ავტომობილს შეუძლია მათთვის. 

მთავარი ინჟინერი, ოჯი ტოიოშიმა განმარტავს: ,,ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებისას ჩვენი მიზანი მხოლოდ გარემოზე ზრუნვა კი არა,  ,,ნულს მიღმა’’ ღირებულების მქონე ავტომობილის შექმნაა, რომლის მართვის პროცესიც მარტივი და სასიამოვნოა’’.

ტოიოტა გარემოზე ნულოვანი გავლენის მიმართულებით გამოყოფს ოთხ ასპექტს:

შენ და გარემო: ,,ნულს მიღმა’’ კონცეფციის ფარგლებში მნიშვნელოვანია რომ ავტომობილის ენერგია იყოს თვითაღდგენადი და განახლებადი.

თქვენ და თქვენი ავტომობილი: სპეციალურ პლატფორმაზე შექმნილი (BEV) ელექტრო მანქანა იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, რომელიც შესანიშნავ კავშირს უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემებთან, რაც მართვის სასიამოვნო და უსაფრთხო გამოცდილებას იძლევა.

თქვენ და სხვები: ელექტრო მანქანის ჩუმი გადაადგილება სხვებს ურთიერთობის გამოცდილებისკენ შთააგონებს.

თქვენ და საზოგადოება: მოიაზრებს მის ფართო გავლენას საზოგადოებაზე, რაც გარემოს საცხოვრებლად უკეთესს გახდის. 

დღემდე ტოიოტამ 17 მილიონზე მეტი ელექტროფიცირებული ავტომობილი გაყიდა, რამაც ხელი შეუშალა 140 მილიონი ტონა  CO₂-ს გამოყოფას. ტოიოტას ელექტროფიცირებულმა ავტომობილებმა გლობალურად ავტომობილებისგან CO₂-ს გამოყოფა 22%-ით შეამცირა.

2025 წელს, ტოიოტა გლობალურ პორტფელში 70-ზე მეტ ელექტროფიცირებულ ავტომობილს წარადგენს, აქედან მინიმუმ 15 სრულიად ელექტრო ბატარეებზე მომუშავე ავტომობილი იქნება.
phone number
Loading...