ტოიოტა ცენტრი ბათუმის ხატვის კონკურსში ,,შენი ოცნების ავტომობილი’’ მონაწილეობის მიღების წესები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 15 ან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
მონაწილეთა ასაკობრივი კლასიფიკაცია:
- კატეგორია - 7 ან 7 წლამდე
- კატეგორია - 8-11 წლის
- კატეგორია - 12-15 წლის
მონაწილეობის მიღების წესები:
1. ქაღალდის ზომა:
* რეკომენდირებული ზომა არის A3 ან A4 ფორმატი;
* ქაღალდის ფერი, მასალა და ფორმა - თავისუფალი არჩევანი;
2. გამოყენებული სახატავი მასალა
* დასაშვებია ნებისმიერი სახატავი მასალის გამოყენება, როგორიცაა ფერადი ფანქრები, მარკერები ან საღებავები.
არ მიიღება შემდეგი ტიპის ნამუშევრები
* ერთობლივი ნამუშევრები, რომლებიც დახატულია რამდენიმე ადამიანის მიერ;
* მონაწილის გარდა სხვა პირის მიერ შექმნილი ნამუშევარი;
* გამოსახულება არასრული ფორმით ან დაკარგული ინფორმაციით;
* ნამუშევრები, რომლებიც წააგავს ცნობილ ნახატებს და Toyota Dream Car Art Contest-ის წინა ნამუშევრებს;
ადგილობრივი კონკურსი
1) წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასებული იქნება ადგილობრივი ჟიურის მიერ. თითოეული კატეგორიიდან შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი.
2) ტოიოტა ცენტრი ბათუმის მიერ შერჩეული 3 საუკეთესო ნამუშევარი წარდგენილი იქნება მსოფლიო კონკურსზე, რომელიც ჩატარდება იაპონიაში.
მსოფლიო კონკურსი
1) მსოფლიო კონკურსში, თითოეული ქვეყნიდან და რეგიონიდან შერჩეული ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
შენიშვნა: მსოფლიო კონკურსში წინა წლებში გამარჯვებულებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება იმავე კატეგორიაში.
პრიზები
ადგილობრივი კონკურსი
ტოიოტა ცენტრი ბათუმის ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები განთავსდება ტოიოტა ცენტრი ბათუმის ვებგვერდზე, ხოლო მათ ავტორებს ცენტრისგან გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
მსოფლიო კონკურსი
დამატებითი პრიზის სახით, საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა გადანაწილებული იქნება შემდეგნაირად:
* საპრიზო თანხა 5000 აშშ დოლარი გადაეცემა გამარჯვებულებს თითოეულ კატეგორიაში (სულ 3 ადამიანი);
* საპრიზო თანხა 10,000 აშშ დოლარი გადაეცემა GRAND პრიზის მფლობელს;
* საპრიზო თანხა 3000 აშშ დოლარი გადაეცემა 7 საუკეთესო ფინალისტს თითოეულ კატეგორიაში (სულ 21 ადამიანი).
გამარჯვებულთა გამოცხადება
ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის მარტში, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები გამოცხადდება Toyota Dream Car Art Contest-ის ოფიციალურ ვებსაიტზე 2023 წლის აგვისტოში.
გთხოვთ, ნამუშევარს დაურთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და 2023 წლის 10 თებერვლამდე მოგვაწოდოთ ტოიოტა ცენტრი ბათუმის ადმინისტრაციულ ოფისში: ბათუმი, ი. გაგარინის #1