მფრინავი ავტომობილები, ნულოვანი ემისიის ჰოვერბორდები, კოსმოსური ხომალდები მთვარეებისა და პლანეტებისთვის, - ვინ იცის, როგორი იქნება მობილობის მომავალი. ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბავშვებს მთელი საქართველოდან გლობალურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.
2022 წლის Dream Car Art Contest-ის ფარგლებში, კომპანია მონაწილეებისაგან ყველაზე თამამი იდეებით შექმნილი, საოცნებო ავტომობილის ნახატებს ელოდება. მანქანა, რომელმაც შესაძლოა იზრუნოს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, - ბავშვებზე თუ მოხუცებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, - ავტომობილი, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის.
შენმა ოცნებებმა, შესაძლოა მსოფლიოს მომავალი შეცვალოს, - ეს არის კონკურსის მთავარი იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სრული თავისუფლება აქვთ, ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შექმნან.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 15 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. ნამუშევრები იყოფა სამ ასაკობრივ კატეგორიად:
I კატეგორია : 1-7 წლის ბავშვები
II კატეგორია : 8-11 წლის ბავშვები
III კატეგორია: 12-15 წლის ბავშვები
როგორი უნდა იყოს ნამუშევარი?
ნახატი, რომელიც შესრულებული უნდა იყოს A3 ან A4 ქაღალდზე, შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი ტიპის მარკერის, ფანქრის ან წყლის საღებავის გამოყენებით, ნამუშევარი უნდა შეიცავდეს ფერს, ამიტომ აუცილებლად დახატეთ ფონი!
როგორ უნდა მოხდეს ნამუშევრის წარდგენა?
ნამუშევარი და აპლიკაციის ფორმა უნდა მოიტანოთ ტოიოტა ცენტრი ბათუმის ადმინისტრაციულ ოფისში, რომელიც მდებარეობს : ბათუმი, გაგარინის #1.